logo_geo
eng_logo
პაატა ზაქარეიშვილი: ის პრობლემები, რაც მსოფლიოში არსებობს, საქართველოთი დაიწყო 2008 წელს
- +

25 თებერვალი. 2016. 14:48


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ოკუპაციის დღე, რომელიც დღეს აღინიშნება, მხოლოდ ისტორიული თემა არ არის და დღემდე აქტუალურია. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ის საქმე, რომელსაც ახალგაზრდების სიცოცხლე შეეწირა 1921 წლის 25 თებერვალს, აუცილებლად წარმატებით დასრულდება.


„სამწუხაროდ, ოკუპაცია გრძელდება საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა 25 თებერვალს სხვა ოკუპაცია დაიწყო. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დღეებში მუდმივად შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, მსოფლიო თანამეგობრობას, რომ ის პრობლემები, რაც დღეს მსოფლიოში არსებობს, საქართველოთი დაიწყო 2008 წელს და სწორედ იმ რეაქციებმა, რაც არ იყო საკმარისი მაშინ მსოფლიოდან და იმდროინდელი ხელისუფლების მიერ არასწორმა პოლიტიკამ, სამწუხაროდ, დღეს კიდევ უფრო გაამკაცრა ოკუპაციის კონტექსტი. ამიტომ მინდა, ყველას შევახსენო, პირველ რიგში კი, საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ოკუპაციის თემა არის 21-ე საუკუნის გამოწვევა, იგი არ დარჩენილა მე-20 საუკუნეში და ეს პრობლემა საქართველოთი არის გამოკვეთილი", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner