logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: შესაძლოა, საქმე პირად ანგარიშსწორებასთან გვქონდეს!
- +

24 მაისი. 2016. 16:40


ვისაც ზომაზე მეტად აქვს მონაწილეობა მიღებული სხვის დაპატიმრებებში, დარბევებში აჯობებს, დაცვით იარონ", - აღნიშნული განცხადება დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა კორცხელის ინციდენტის შეფასებისას გააკეთა.


დეპუტატის განცხადებით, შესაძლოა, საქმე პირად ანგარიშსწორებასთან გვქონდეს, რადგან მმართველმა გუნდმა სამართლიანობის აღდგენა ვერ შეძლო.


ე.წ. დაზარალებულები საკმაოდ ხშირად ღებენ მონაწილეობას სხვადასხვა სადამსჯელო ოპერაციებში, ამიტომ ვისაც ზომაზე მეტად აქვს მონაწილეობა მიღებული სხვის დაპატიმრებებში, დარბევებში, აჯობებს, დაცვით იარონ, რადგან ხელისუფლებამ ვერ შეძლო სამართლიანობის აღდგენა იმ დოზით, რა დოზითაც მოსახლეობას შეპირდა. ხელისუფლებამ დროულად უნდა აღკვეთოს ამგვარი ქმედებები, რადგან ყოველივე ეს გამოყენებული იქნება მათ წინააღმდეგ. უკვე დაანონსებული არჩევნები შესაძლოა გამოყენებული იქნეს „თბილისურ მაედნად", რისი მცდელობაც, ცალსახად ჩანს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" და მათთან დაკავშირებულ ზოგიერთ პარტიას აქვს", -აცხადებს თამაზ მეჭიაური.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner