სირიის ქალაქ რაქაში, რომელიც რაღაც პერიოდის განმავლობაში მიიჩნეოდა ისლამური სახელმწიფოს „დედაქალაქად“, ტერორისტების მსხვერპლების მასობრივი სამარხი იპოვეს. AFP მას ახალ პერიოდში ნაპოვნებიდან, ყველაზე დიდს უწოდებს. საერთო და განცალკევებულ სამარხში სულ მცირე 3500 ადამიანია დამარხული.
რაქა „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლის ქვეშ თითქმის 4 წელი იყო. სირიის შეიარაღებულმა ძალებმა აშშ-ის მხარდაჭერით, ქალაქი 2017 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს.