logo_geo
eng_logo
არგენტინაში მოედანზე ჩხუბს ფეხბურთელის სიცოცხლე ემსხვერპლა
- +

24 მაისი. 2016. 16:41


არგენტინის რეგიონული ლიგის მატჩში „დეფენსორეს დე კოლონის" ფეხბურთელმა სათამაშო ეპიზოდში „სან ხორხე დე ვილია დე ელისას" მოთამაშე მიკაელ ფავრეს მუხლი თავში მოარტყა, რაც ფეხბურთელებს შორის ჩხუბში გადაიზარდა.


ხელჩართული ჩხუბის დროს ფავრეს თავში კიდევ ერთხელ მოხვდა, რის შემდეგაც 24 წლის ფეხბურთელმა გონება დაკარგა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ფეხბურთელი საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა.


„დეფენსორეს დე კოლონის" ორივე ფეხბურთელი, რომლებმაც ფავრეს თავის არეში დარტყმები მიაყენეს, პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს. გამოძიება ფეხბურთელის სიკვდილის მიზეზის დადგენას ცდილობს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner