logo_geo
eng_logo
მიხო ბორაშვილი: თენგიზ აბულაძის მკაცრად ნათქვამ სიტყვასაც კი ვერ ვიტანდი
- +

24 მაისი. 2016. 16:48


კინორეჟისორი მიხო ბორაშვილი, Kvirispalitra.ge -სთან ინტერვიუში, იხსენებს „მაგდანას ლურჯას",  „სხვისი შვილებისა" და „ღიმილის ბიჭების" გადაღებებს. ცნობილი ფილმების გმირი უკვე 68 წლისაა და ამჟამად უკვე  თეატრალურ უნივერსიტეტში ზრდის ახალ თაობას.


„მაგდანას ლურჯაში" არის მომენტი, როცა მე და კატო ვწევართ საწოლში და ჩემი უფროსი დის, სოფოსა და დედის საუბარი მესმის, სახედარს პატრონი გამოუჩნდაო. მე ტირილს ვიწყებ. ამ ტირილზე ძალიან ვიწვალე და გადამღები ჯგუფიც ვაწვალე. ძალიან მიყვარდა თენგიზ აბულაძე, მისგან მკაცრად ნათქვამ სიტყვასაც კი ვერ ვიტანდი. მისი ყველაზე უწმაწური გინება იყო - „შენი შუბა დავხიე". აი, ეგ მითხრა: „რა დაგემართა, შენი შუბა დავხიეო!" რომ ამომიჯდა გული, ვეღარ გავჩერდი.

 მომდევნო ფილმში „სხვისი შვილები" მე 9 წლის ვარ, ნანი 7-ის. შემდეგში, ვიდრე სკოლას დავამთავრებდი, პერიოდულად ხან ვინ მიმიწვია გადასაღებად ხან ვინ.
 19 წლისა რეზო ჩხეიძემ გადამიღო „ღიმილის ბიჭებში", სწორედ მაშინ გადავწვიტე, ჩემი ცხოვრება კინოსთვის დამეკავშირებინა", -
აღნიშნა მიხო ბორაშვილმა


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner