logo_geo
eng_logo
უმრავლესობიდან კიდევ ერთი დეპუტატის გასვლის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას დაკარგავს
- +

22 თებერვალი. 2019. 13:52

 

115-კაციანი უმრავლესობიდან კიდევ ერთი დეპუტატის გასვლის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ პარლამენტში 3/4-იან საკონსტიტუციო უმრავლესობას დაკარგავს.

 

დეპუტატების - ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის შემდეგ, უმრავლესობიდან გასვლაზე განცხადების გაკეთებისთვის გედევან ფოფხაძე და ბექა ნაცვლიშვილი ემზადებიან. მათი გასვლის შედეგად, „ქართულ ოცნებაში“ 111 დეპუტატი დარჩება, რაც კონსტიტუციის 3/4-ის უმრავლესობით მიღებისათვის არასაკმარისი რაოდენობაა, რადგან ასეთი კვორუმით კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას სულ მცირე 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.

 

ამასთან, ახალი კონსტიტუციით, მოქმედებს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების მეორე წესი, რომლის მიხედვით, საკონსტიტუციო ცვლილებები შეიძლება ხმათა 2/3-ის უმრავლესობით განხორციელდეს, თუმცა ასეთ შემთხვევაში, ის მას შემდეგ ამოქმედდება, თუ მომდევნო მოწვევის პარლამენტი მხარს დაუჭერს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner