logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: არ ვითანამშრომლებ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის ნარჩენებთან!
- +

22 თებერვალი. 2019. 13:58

 

„ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ პარლამენტში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“ არ ითანამშრომლებს.

 

ბესელია აღნიშნავს, რომ საპარლამენტო პარტიებიდან, შეიძლება მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსთან“ ითანამშრომლოს.

 

„არ ვითანამშრომლებ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის ნარჩენებთან... ერთია ჩემთვის - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.

 

რა თქმა უნდა, შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ „პატრიოტთა ალიანსთან“, რადგან ისინი არასოდეს არ იყვნენ წინა რეჟიმთან გარიგებულები და მათთან კოჰაბიტაციაში, მაგრამ ის, ვინც ძალადობრივ რეჟიმს წარმოადგენდა, როცა მათ ვებრძოდი, მათთან თანამშრომლობას არ ვაპირებ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner