logo_geo
eng_logo
ანატოლი ბიბილოვი: საქართველოსთან მოლაპარაკებებში შუამავალი, გვინდა, რუსეთი იყოს
- +

22 თებერვალი. 2019. 15:03

 

„ყოველთვის ვამბობდით, რომ მზად ვართ საქართველოსთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, თუმცა, ყველაფერი თბილისის პოზიციაზეა დამოკიდებული“, - ამის შესახებ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსულ გამოცემა „იზვესტიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

„მზად ვართ საქართველოსთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის ან თუნდაც შუამავლების მეშვეობით მოხდეს ეს დიალოგი. რა თქმა უნდა, გვსურს, რომ შუამავალი რუსეთი იყოს. ამავდროულად, ჩვენ გვაქვს მთავარი მოთხოვნა, რომელიც ქართულმა მხარემ უნდა შეასრულოს. საუბარია ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმზე. სამხრეთ ოსეთის ხალხი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ქართულ მხარეს ვალდებულება ექნება აღებული ამ მემორანდუმით და არ გამოიყენებს სამხედრო ძალას. ვიდრე ეს არ მოხდება, სალაპარაკო არაფერი გვაქვს“, - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

 

 

ბიბილოვმა ასევე აღნიშნა, რომ სანამ საქართველო რუსეთთან დამოკიდებულებას არ შეცვლის, მანამდე არც „სამხრეთ ოსეთთან“ შეიცვლება არაფერი.

 

„სამხრეთ ოსეთთან“ მიმართებაში სიტუაცია არ შეიცვლება, ვიდრე საქართველო არ შეცვლის თავის დამოკიდებულებას რუსეთთან მიმართებაში“, - აღნიშნა ბიბილოვმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner