logo_geo
eng_logo
შსს-მ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
- +

22 თებერვალი. 2019. 15:34

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხარაგაულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1972 წელს დაბადებული კ. ხ. და 1955 წელს დაბადებული ფ. ხ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

 

„სამართალდამცველებმა, კ.ხ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, არარეგისტრირებული იარაღი - კარაბინი, პისტოლეტი, ორლულიანი სანადირო თოფი და 50 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

 

ფ. ხ.-ს საცხოვრებელი სახლის და ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა კალიბრის 1601 საბრძოლო ვაზნა.

 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner