logo_geo
eng_logo
იუსტიციის სამინისტრო მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 10 მილიონამდე ლარს მიიღებს
- +

22 თებერვალი. 2019. 15:53

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, დაახლოებით 10 მილიონ ლარს მიიღებს. შესაბამის განკარგულებას 15 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  ხელი უკვე მოაწერა.

 

დოკუმენტის მიხედვით, თანხები, სხვადასხვა მიზნობრიობით, მათ შორის, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებულ ხარჯებზე და ასევე მათი დაკავების საქმეების წარმოებაზე დაიხარჯება.

 

თანხის ნაწილს სამინისტრო საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე საქმეების წარმოებაზე დახარჯავს. საუბარია მოწმეებისა და უცხოელი ექსპერტების პროცესებში მონაწილეობის უზრუნველყოფაზე, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კომპლექსურ საქმეებზე დავების წარმოებაზე.

 

იუსტიციის სამინისტრო სარეზერვო ფონდიდან 3 მილიონ დოლარს (დაახლოებით 8 მილიონი ლარი), 625 400 ევროს (დაახლოებით 1.9 მილიონი ლარი) და 59 ათას გირვანქა სტერლინგს (დაახლოებით 204 ათასი ლარი) მიიღებს.

 

2019 წლის მთავრობის სარეზერვო ფონდის მოცულობა 60 მილიონი ლარია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner