აქვს რუსულ ოკუპაციას
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის თემა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის სამოქმედო გეგმად გადაიქცა, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებში აისახა.
„ტატუნაშვილის წამება და მკვლელობა არის გამოხატულება იმ ბოროტი სახისა, რაც აქვს რუსულ ოკუპაციას. არჩილ ტატუნაშვილი არის გამოხატულება ჩვეულებრივი ქართველი ადამიანისა, რომელსაც უყვარდა სამშობლო და ვაჟკაცური დამოკიდებულება ჰქონდა იმ უბედურების მიმართ, რაც თავს დაგვაწია რუსეთმა და საოკუპაციო რეჟიმმა.
საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ეს თემა გადაიქცა არა მარტო რიტორიკად, არამედ რეალურ სამოქმედო გეგმად, რომელიც აისახება კონკრეტული სახელმწიფოების გადაწყვეტილებებში“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან დღეს ერთი წელი გავიდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.