„ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში, მოსწავლეს სტატუსს არ შეუჩერდება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
სერგეენკო ასევე აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ერთეული შემთხვევა იყო, როდესაც სკოლაში წითელას აცრის დადასტურება ანტისხეულების ანალიზით მოითხოვეს.
„ცალსახად მინდა განვმარტო და თხოვნა მექნება ყველასთან, რომ ყურადღება მიაქციონ თითოეულ სიტყვას ამასთან დაკავშირებით. საგანმანათლებლო დაწესებულებებში წითელას აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას რომ ვთხოვთ, ეს არ ნიშნავს, რომ ამ დოკუმენტის არ წარდგენის შემთხვევაში მოსწავლეს გაუჩერდება სტატუსი. ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. ამოცანა ის არის, რომ მშობლების ყურადღება გავამახვილოთ, რათა იზრუნონ და იცოდნენ, რომ ვაქცინაცია გასაკეთებელია და არა იმისთვის, რომ სტატუსი შეუჩერონ ვინმეს. ალბათ ერთეული გაუგებრობა იყო, თუ სადმე ითხოვდნენ წითელას აცრის ანტისხეულების ანალიზით დადასტურებას. ამის საჭიროება არ არსებობს. საკმარისია, წარადგინო ანკეტა, სადაც არის ჩანაწერი ვაქცინაციაზე“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.