logo_geo
eng_logo
ზაალ კასრელიშვილი: კორცხელის ინციდენტი არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის შედეგი
- +

24 მაისი. 2016. 16:20


ექსპერტმა  ზაალ კასრელიშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრა. კასრელიშვილის აზრით, ეს არის სამარცხვინო ფაქტი და აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული. ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ კორცხელში მომხდარი ინციდენტის გამომწვევი მიზეზები არის „ნაციონალური მოძრაობის" ძალადობრივი პოლიტიკა, რომლითაც ის სახელმწიფოს მართავდა.




„კორცხელის ინციდენტი არის შედეგი, რომელიც გამოიწვია წინა ხელისუფლების ძალადობრივმა პოლიტიკამ.  „ნაციონალური მოძრაობა" ძალადობით ურთიერთობდა ადამიანებთან  და სახელმწიფოს მართავდა. სამარცხვინო ფაქტია და აუცილებლად უნდა გამოიძიოს, არა იმიტომ, რომ რომელიმე პარტიის ინტერესი დავიცვათ, არამედ გვაინტერესებს, ეს დაპირისპირება მივა თუ არა სამოქალაქო დაპირისპირებამდე ოქტომბერში არჩევნების შემდეგ", - განაცხადა კასრელიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner