logo_geo
eng_logo
ზოტისა და ნასაკირალის სკოლის მოსწავლეები ნინო წილოსანს შეხვდნენ
- +

22 თებერვალი. 2019. 17:34

 

დღეს გურიის, კერძოდ ზოტისა და ნასაკირალის სკოლის მოსწავლეები თბილისში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ.

 

ახალგაზრდები სესიას დაესწრნენ, ხოლო შემდგომ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ, ნინო წილოსანს შეხვდნენ.

 

შეხვედრა აქტიური დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

 

„მოსწავლეებმა საკუთარი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს, ასევე სასესიო სხდომის პროცესზე დაკვირვების შემდეგ, საკუთარი შეფასებები დააფიქსირეს. მათ მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივებზე და საპარლამენტო საქმიანობაზე ვესაუბრე. აინტერესებდათ საპენსიო ფონდის რეფორმა და დასმულ შეკითხვებზე განმარტებები მიიღეს. კითხვები ძირითადად  დაგროვებითი პენსიის სისტემურ მოწყობას ეხებოდა, ასევე თანხის პროცენტულ გადანაწილებას და დაგროვებული თანხის განკარგვას.

 

ვფიქრობ, მოსწავლეები მოხარულნი დარჩნენ, რომ დატვირთული სასესიო დღის მიუხედავად,  შეხვედრა შედგა და მიმდინარე საპარლამენტო საქმიანობაზე ამომწურავი პასუხები მიიღეს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner