logo_geo
eng_logo
ზაალ კასრელიშვილი: კოღუაშვილმა დააკონკრეტოს, რას გულისხმობს
- +

24 მაისი. 2016. 17:00


ექსპერტმა ზაალ კასრელიშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრის დავით კოღუაშვილის განცხადებებზე ისაუბრა. კასრელიშვილის შეფასებით, მისთვის სრულიად გაუგებარი პიროვნებაა კოღუაშვილი და მისი განცხადება გიგი უგულავას გათავისუფლების შესახებ.


 

„სრულიად გაუგებარია, რა დამსახურების გამო მოხვდა დავით კოღუაშვილი „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში. ასევე გაურკვეველია მოტივი, რატომ უნდა გათავისუფლდეს გიგი უგულავა, იმიტომ რომ მართალია თუ საკმარისად მოიხადა სასჯელი. უნდა დააკონკრეტოს კოღუაშვილმა, რას გულისხმობს" , - განაცხადა კასრელიშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner