logo_geo
eng_logo
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სამთავრობო კომისიას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს
- +

22 თებერვალი. 2019. 18:08

 

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების სამთავრობო კომისიას, მთავრობის ადმინისტრაციის, რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელი სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო.

 

შედეგად, სოზარ სუბარი პრემიერ-მინისტრის მრჩევლობის პარალელურად ამ თანამდებობასაც დაიკავებს.

 

სამთავრობო კომისიაში შედიან - შს მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მთავრობის სხვა წევრები. ამასთან, ამავე კომისიაში არიან სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის გუბერნატორები.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner