logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის და დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
- +

22 თებერვალი. 2019. 20:55

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული  მ.ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე  დააკავეს.

 

დანაშაული 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა  მიმდინარე წლის 21 თებერვალს 

ლანჩხუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე

სანადირო თოფიდან გასროლით ორი ადამიანი: 1970 წელს დაბადებული ა.მ. და

1966 წელს დაბადებული გ.ტ. დაჭრა.

 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა, ორივე დაჭრილი

სტაციონარში გადაიყვანეს.

სამედიცინო დახმარების მიუხედავად, ერთ-ერთი მათგანი - ა.მ. საავადმყოფოში

მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი მოსამართლის განჩინების

საფუძველზე ლანჩხუთის რაიონში  დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის

სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner