logo_geo
eng_logo
თბილისის „დინამოს“ სავარაუდო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგაზე
- +

24 მაისი. 2016. 18:01


საქართველოს რიგით 27-ე ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული თბილისის „დინამო" გახდა და ჩემპიონთა ლიგის 2016/2017 წლების გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურიც მოიპოვა.


ქართული ფეხბურთის ფლაგმანის მისია წელსაც უცვლელია - მოხვდეს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ დღევანდელობიდან გამომდინარე, ევროპა ლიგის გათამაშების ფინალურ სტადიაზე ასპარეზობაც საამაყო მიღწევა იქნება ქართული კლუბისთვის.


ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობის უფლების მოსაპოვებლად „დინამომ" 3 მეტოქე უნდა დაჯაბნოს, თითოეულთან ორი მატჩით. თუ პირველივე მეტოქესთან (მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე) დამარცხდება, მაშინ ევროტურნირებს წელს დაემშვიდობება, თუ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იგემებს მარცხს, ევროპა ლიგის პლეი-ოფში აღმოჩნდება, ხოლო თუ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფამდე გააღწევს და იქ დამარცხდება, მაშინ ავტომატურად ამოყოფს თავს ევროპა ლიგის ჯგუფში.


ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო" 5,875 რეიტინგით განთესილთა შორის მოხვდა და შედარებით სუსტი მეტოქე ელის. გთავაზობთ თბილისელთა სავარაუდო მეტოქეებს რეიტინგის კლების მიხედვით:


„ტრენჩინი" (სლოვაკეთი), „დუდელანჟი" (ლუქსემბურგი), „ჟალგირისი" (ლიტვა), „ჰაპოელი" ბეერ-შევა (ისრაელი), „ოლიმპია" (სლოვენია), „ვარდარი" (მაკედონია), „ნორჩოპინგი" (შვედეთი), „ფერენცვაროში" (უნგრეთი), „კრუზეიდერსი (ჩრ. ირლანდია), „ზრინსკი" (ბოსნია), „დანდალკი" (ირლანდია), „მლადოსტი" (ჩერნოგორია), „სიკ" (ფინეთი), „ლიეპაია"(ლატვია) და მოლდოვის ჩემპიონი („შერიფი" ან „დაჩია").


ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 12-13 ივლისს, ხოლო განმეორებითები 19-20 ივლისს გაიმართება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner