ევროპაში NATO-ს შეიარაღებული ძალების მეთაურის მოადგილის, ბრიტანელი გენერალის ედრიან ბრედშოუს განცხადებით, საქართველოს შეიარაღებული ძალები სრულიად თავსებადია NATO-სთან და ამას ჩატარებული წვრთნებიც ადასტურებს.
„ჩემი მოსაზრებით, ეს არის ძალიან მკაფიო სიგნალი. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სრული შესაძლებლობა აქვთ, იმოქმედონ NATO-ს ძალებთან.
NATO საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად, სოლიდარობის მკაფიო გზავნილს უგზავნის. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას ქვეყნის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით", - განაცხადა ედრიან ბრედშოუმ.