logo_geo
eng_logo
ედრიან ბრედშოუ: საქართველოს შეიარაღებული ძალები სრულიად თავსებადია NATO-სთან
- +

24 მაისი. 2016. 18:03


ევროპაში NATO-ს შეიარაღებული ძალების მეთაურის მოადგილის, ბრიტანელი გენერალის ედრიან ბრედშოუს განცხადებით, საქართველოს შეიარაღებული ძალები სრულიად თავსებადია NATO-სთან და ამას ჩატარებული წვრთნებიც ადასტურებს.



ჩემი მოსაზრებით, ეს არის ძალიან მკაფიო სიგნალი. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სრული შესაძლებლობა აქვთ, იმოქმედონ NATO- ძალებთან.

NATO საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად, სოლიდარობის მკაფიო გზავნილს უგზავნის. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას ქვეყნის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით", - განაცხადა ედრიან ბრედშოუმ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner