საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ანა დოლიძის კანდიდატურა წარადგინა:
„ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ლევან მურუსიძეს შეუწყვიტა უფლებამოსილება. აქედან გამომდინარე, დადგა ვალდებულება, ახალი კანდიდატი წარვადგინოთ უზენაეს სასამართლოში. წარვადგენთ ქალბატონი ანა დოლიძის კანდიდატურას. ეს არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლბაში გამოირჩეოდა პრინციპულობით, უსამართლობასთან ბრძოლაში. ადამიანი, რომელიც გამორჩეულია პროფესიონალიზმით. ადამიანი, რომელიც გამოირჩეოდა პრინციპული, უშიშარი პოზიციით ერთ-ერთ გახმაურებულ, გირგვლიანის საქმეზე წინა ხელისუფლების დროს. დარწმუნებული ვარ, ქალბატონი ანა შეინარჩუნებს იმ პრინციპულობას, რაც მას ამ დრომდე ჰქონდა! დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტი უმოკლეს ვადაში განამწესებს მას ამ პოზიციაზე", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ანა დოლიძე ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე გახლდათ.