logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ პატარქალიშვილი: 2 109 484 აშშ დოლარს, დაპირებისამებრ, ვთხოვთ ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“
- +

24 მაისი. 2016. 18:19

 

„არგენტინის სახლი საქართველოში"  თავმჯდომარემ ნიკოლოზ პატარქალიშვილმარეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განცხადებით მიმართა  საქართველოს ექს-პრემიერს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის „ქართუ" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და ენერგეტიკის მინისტრს, ვიცე-პრემიერ კახი კალაძეს, მიმართავს ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის პელეს ჩამოყვანის პროექტის დაფინანსების თხოვნით. პატარკაციშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი თხოვნით 2015 წელსაც მიმართა აღნიშნულ პირებს, მაგრამ ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიუღია.




„არგენტინის სახლი საქართველოში", როგორც პროექტის ავტორი და ორგანიზატორი, საჭიროდ თვლის: საერთაშორისო ტურნირის, ამ ტურნირის საზეიმო გახსნა- დახურვის, ბიზნეს-ფორუმისა და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების, მათ შორის პელეს ვიზიტის განხორციელებას, რომელიც დაგეგმილია 2016 წლის 26 ივნისიდან 20 ივლისამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, ვიცე-პრემიერს, ბატონ კახი კალაძის პატრონაჟით. ხოლო, პელეს ვიზიტისა და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაფინანსების საკითხების გადაწყვეტის საქმეში დახმარებას, რომელიც შეადგენს 2 109 484 აშშ დოლარს, დაპირებისამებრ, ვთხოვთ ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს", - განაცხადა პატარქალიშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner