logo_geo
eng_logo
26 მაისს თბილისში მყოფი მოქალაქეები ევროპის დედაქალაქებს ლაივსტრიმით დაუკავშირდებიან
- +

24 მაისი. 2016. 18:50



26 მაისს რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.


იუსტიციის სამინისტრო ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სპეციალური პავილიონით (ინსტალაცია).


სამინისტროს ინფორმაციით, „ცისფერი გალერეასთან" დაიდგმება სპეციალურად დამზადებული კონსტრუქცია, რომელიც ბრენდირებული იქნება საქართველო-ევროკავშირის ფერებში, შესაბამისი თემატიკით. კონსტრუქცია წარმოადგენს გადახურულ მონიტორს, საიდანაც ლაივსტრიმის მეშვეობით ევროპის სხვადასხვა დედაქალაქიდან თბილისში ღონისძიებაზე მყოფ მოქალაქეებს გაესაუბრებიან (11.00 საათიდან 19.00 საათამდე).


გასაუბრების წინ ეკრანიდან თითოეულ მოქალაქეს სახალისო ტესტი ჩაუტარდება, რომლის მიხედვითაც გავარკვევთ, თუ რომელი ქვეყანა შეეფერება  სამოგზაუროდ. ამის შემდეგ ჩაირთვება ლაივსტრიმი, სადაც ტესტის შედეგიდან შერჩეული ქვეყნიდან მიესალმებიან.


საუბრის თემა მთლიანად ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას შეეხება.


„ვიმედოვნებთ, რომ ასეთი ტიპის ორიგინალური კომუნიკაცია საზოგადოებაში დიდ ინტერესს გამოიწვევს და ვიზალიბერალიზაციის შესახებ ცნობადობის ამაღლების კარგი საშუალება იქნება", - განაცხადა მარიამ სხილაძემ.


აქვე მოქალაქეებს დაურიგდებათ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო ბროშურები.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner