logo_geo
eng_logo
ბექა გოგოსაშვილი: შვილები შემიძლია დავიფიცო, რომ…
- +

23 თებერვალი. 2019. 19:44

 

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლიეჟში ემიგრანტებთან შეხვედრა მოაწყო. შეხვედრაზე ემიგრანტებს შორის ბექა გოგოსაშვილიც იმყოფებოდა, რომელიც დარბაზიდან დაქირავებულმა დაცვამ გამოაძევა. ამის შესახებ გოგოსაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს. მისივე თქმით, დარბაზში 150 კაცი იყო და არა 800, როგორც ამას სააკაშვილი და სიგუა ამბობენ.

 

„ოჯახთან ერთად წავედი ლიეჟში, მინდოდა, მომესმინა, მეტიც, თვალებში ჩამეხედა იმ ადამიანისთვის, რომელმაც  უამრავი ჩემი მეგობარი ჩადო მიწაში, რომელმაც გურამ შარაძე და გიორგი გამცემლიძე მოკლა, არაერთი გამოჩენილი თუ რიგითი მოქალაქე გააუბედურა. ვიდრე დარბაზიდან გამომაძევებდნენ, სიგუას ვუთხარი - არ გეგონოს, შეხვედრის ასარევად მოვედი, მხოლოდ ორად ორ შეკითხვას დავუსვამ მიხეილ სააკაშვილს-მეთქი. ამ სიტყვების შემდეგ სიგუამ დაცვას რუსულად უთხრა -ამდენი ხანი როგორ ვერ გააგდეთ ეს ადამიანი დარბაზიდანო. ცნობისთვის: დარბაზიდან დაქირავებულმა რუსის დაცვამ გამაგდო და არა, მაგალითად, უკრაინელების. მიხეილ სააკაშვილი და გიორგი სიგუა რომ ამბობენ, 800 კაცი იყო შეკრებაზეო, შვილები შემიძლია დავიფიცო, რომ დარბაზში 150 კაცზე მეტი არ იმყოფებოდა“, - განაცხადა ბექა გოგოსაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner