logo_geo
eng_logo
შალვა ოგბაიძე: სავალდებულო დაზღვევით სარგებლობა ორი კოლოფი სიგარეტის ღირებულების ტოლფასი იქნება!
- +

24 თებერვალი. 2019. 03:07

 

 

საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, სავალდებულო ხდება იმ პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელიც თქვენ დაზარალებულ მძღოლთან ავარიის შემდეგ წარმოგექმნებათ. ამის შესახებ საკრებულოს წევრმა „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„აქამდე ჯანმრთელობაშერყეულ, დაზარალებულ მძღოლზე ჩვენი საყოველთაო დაზღვევა ზრუნავდა. ცნობისთვის: უპასუხისმგებლო მესაჭეების მიერ დაზარალებული მძღოლები მკურნალობისათვის სახელმწიფოს რამდენიმე ათეული მილიონი ლარი აქვს გაღებული!  გამოსავალი არა სატრანსპორტო საშუალების, არამედ მესამე პირის დაზღვევაში მდგომარეობს. საკუთარი ავტომობილი, გნებავთ, დააზღვიეთ და გნებავთ დაუზღვეველი დატოვეთ, სავალდებულო ხდება იმ პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელიც თქვენ დაზარალებულ მძღოლთან ავარიის შემდეგ წარმოგექმნებათ! ცნობისათვის: სავალდებულო დაზღვევით სარგებლობა თვეში, საშუალოდ ორი კოლოფი სიგარეტის ღირებულების ტოლფასი იქნება!“ - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner