logo_geo
eng_logo
„კავკასიურ სახლში“ ვაინახების გენოციდისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
- +

23 თებერვალი. 2019. 21:54

 

 

დღეს, „კავკასიური სახლის“ საკონფერენციო დარბაზში, ვაინახების დეპორტაციისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. საღამოს, საზოგადოებისათვის ნაცნობი სახეები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე აჩვენეს დოკუმენტური ფილმი, კავკასიელი ხალხის დეპორტაციისა და დევნის შესახებ. საღამო, სიტყვით პოლიტოლოგმა და „კავკასიური სახლის“ გამგეობის წევრმა, ლევან ლორთქიფანიძემ გახსნა. საღამოზე ცალსახად ახსენეს აღნიშნეს, რომ 2010 წელს, ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, კავკასიური სახლის ჩამორთმევას გეგმავდა თუმცა მას დიდი ძალისხმევის შედეგად, ამის უფლება არ მისცეს.

 

როგორც ლორთქიფანიძემ განაცხადა, კავკასიელი ხალხის, ჩეჩნების, ქისტებისა და მათშორის ქართველების ერთმანეთისადმი თანადგომა ფრიად მნიშვნელოვანი და სწორედ ამას უზრუნველყოფს „კავკასიური სახლიც“.

 

შეხვედრას ესწრებოდა ასევე ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი, მექა ხანგოშვილი, რომელმაც „რეპორტიორთან“ საუბრისას, ქართველებსა და ვაინახებს შორის ურთიერთობაზეც ისაუბრა.

 

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ხალხის ცხოვრებაში. ვინაიდან ის ტკივილი, რაც ჩვენ 1944 წელს, რუსეთისგან განვიცადეთ, მოუშუშებელია და ეს უნდა ახსოვდეს ნებისმიერ კავკასიელს. ჩვენი, ჩეჩნებისა და ქართველების თანაცხოვრება ხაზს უსვამს იმას, რომ ერთი კულტურისა და ხედვების ხალხი ვართ. დღევანდელი დღე, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქართველები, ვაინახებს გვერდში უდგანან“, - განაცხადა მექა ხანგოშვილმა.

 

ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილმა, ჩვენთან საუბრისას ხაზი გაუსვა ქართველებსა და ჩეჩნებს შორის ურთიერთობას. როგორც ნანუაშვილი აცხადებს, მნიშვნელოვანია ქართველების როლი ვაინახელი ხალხის ცხოვრებაში. ის, როგორც უფლებადამცველი, ყოველთვის იდგება ჩეჩნური დიასპორის გვერდით.

 

„მინდა, ჩეჩნურ დიასპორას როგორც უფლებადამცველმა და საქართველოს მოქალაქემ აღმოვუჩინო დახმარება, რომელიც მათთვის ყოველთვის საჭირო იქნება. მსურს, გამოვხატო თანადგომა ვაინახელი ხალხის მიმართ, რათა ტრაგედია, რომელიც მოხდა აღარ განმეორდეს. ეს იყო ჩეჩენი ხალხის გენოციდი. საეთაშორისო საზოგადოება, სამწუხაროდ, ვერ აღმოჩნა მზად, რომ პასუხი გაეცა დარღვევებზე, რომელიც ხდებოდა და დღემდე ხდება“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

 

სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კუპრაძე ხაზს უსვამს ვაინახელების როლს საქართველოს ცხოვრებაში.

 

„ჩვენ, ქართველებმა, ჩეჩნების მსგავსად, საკუთარ თავზეც ვიწვნიეთ გენოციდი, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ჩვენი მხარდაჭერა ამ ხალხისადმი. ეს ადამიანები არიან გამორჩეულები, როგორც საქართველოს მოქალაქეები. ჩვენ ასევე გვახსოვს აგვისტოს ომი, სადაც საქართველოს მოქალაქე ქისტები იბრძოდნენ და საქართველოს დამოუკიდებლობას თავი შესწირეს“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

 

 

შეგახსენებთ, რომ 1944 წლის 23 თებერვალს საბჭოთა ხელისუფლებამ ჩეჩნებისა და ინგუშების ჩრდილოეთ კავკასიიდან, შუა აზიაში გადასახლების სპეცოპერაცია დაიწყო.

 

კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობა მშობლიურ მიწაზე მცხოვრებ ვაინახებს, ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა და გადასახლების ოფიციალურ მიზეზადაც მტერთან კოლაბორაციას ასახელებდა. სხვადასხვა მონაცემებით საკუთარი საცხოვრებლის მიტოვება ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია. სამხედროების ძალადობის, სატვირთო ვაგონებით უმძიმეს პირობებში მგზავრობისა და არაადამიანური მოპყრობის სხვა შემთხვევების შედეგად ასოც ათასზე მეტი მოქალაქე გარდაიცვალა. გადარჩენილმა ჩეჩნებმა და ინგუშებმა, მათმა შთამომავლებმა სამშობლოში დაბრუნება სტალინიზმის ეპოქის დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად მოახერხეს. რეპატრიაციის პროცესი მეოცე საუკუნის მთელი მეორე ნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner