logo_geo
eng_logo
ცისანა სეფიაშვილი: მამაჩემისთვის, ჯემალ სეფიაშვილისთვის, დღემდე პრინცესა ვარ
- +

24 თებერვალი. 2019. 02:42

 

 

როგორი ბავშვობა ჰქონდა ცისანა სეფიაშვილს და გენეტიკის დამსახურებაა თუ არა მისი გარეგნობა. ამასთან დაკავშირებით ცნობილი მომღერალი ჟურნალ „თბილისელებისათვის“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ბრჭყვიალა ბავშვობა მქონდა. გათამამებული ვიყავი, თუმცა ისე, რომ ზღვარს არ გადავდიოდი და დღესაც ასეთი გათამამებული ვარ. ჩემი მშობლებისთვის, განსაკუთრებით, მამისთვის, ჯემალ სეფიაშვილისთვის, დღესაც პრინცესა ვარ, რომელსაც დღემდე ბრჭყვიალა, ზღაპრულ ფერებში აცხოვრებს. თუმცა ცხოვრება უამრავ სიურპრიზს გვიმზადებს და ის ბავშვური ზღაპარი, რომელშიც მზრდიდნენ, დამთავრდა. რეალური ცხოვრება კი ჩემთვის მტკივნეული აღმოჩნდა.

 

ჩემი გარეგნობა, ალბათ, ჩემი მშობლების გენეტიკის დამსახურებაცაა.  მათ რომ ვუყურებ, ჩემს თავს ვხედავ ასაკოვანს და მშვიდად ვარ. უკვე ვიცი, როგორი ვიქნები და წლების მატების არ მეშინია. თან, სულ მოძრაობაში ვარ და ესეც მშველის იმაში, რომ წონაში არ ვიმატებ. ისე, ძალიან ბევრს ვჭამ, მაგრამ ბოღმა არ ვარ და არ ვსივდები“,-  აღნიშნავს ცისანა სეფიაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner