logo_geo
eng_logo
შსს-მ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- +

24 თებერვალი. 2019. 10:30

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული გ.შ. და 2000 წელს დაბადებული ი.ფ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„სამართალდამცველებმა, გ.შ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კუსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი, ი.ფ.-ს პირადი ჩხრეკისას კი - პისტოლეტი ამოიღეს.

 

ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner