logo_geo
eng_logo
კახეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
- +

24 თებერვალი. 2019. 10:44

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს და თელავის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1955 წელს დაბადებული მ. ხ. და 1977 წელს დაბადებული მ. ო. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოავლინეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„სამართალდამცველებმა, მ.ხ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად,  ორლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. აბრეზი და სხვადასხვა კალიბრის 11 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. მ.ო.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები.

 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner