logo_geo
eng_logo
ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

24 თებერვალი. 2019. 12:36

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ კახეთში, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.  

 

მიმდინარეობს წყალგამანაწილებელი არხის 9 კმ. სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია. 

 

სამუშაოების ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა დიამეტრის ფოლადის მილები; ამ დროისთვის მიმდინარეობს მილხიდების, მონოლითური ბეტონის წყალგამშვები ჭებისა და ღარების საყრდენი ფილების   მონტაჟის სამუშაოები.

 

ტერიტორია დაფარული იყო მცენარეებითა და ბუჩქნარით, ამორტიზებული არხი წლების მანძილზე არ ფუნქციონირებდა. ტერიტორიის გაწმენდისა და მოწესრიგების პარალელურად,  ეწყობა საექსპლუატაციო გზა.

 

სამუშაოებს გაეცნო შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ოთარ შამუგია.

 

ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხის ახალმოწყობილი მონაკვეთი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დამატებით 325 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს მორწყავს.

 

პროექტი დასრულების ეტაპზეა. 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner