logo_geo
eng_logo
პოლიციამ აჭარაში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავა
- +

24 თებერვალი. 2019. 13:43

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული კ.ტ. და 1966 წელს დაბადებული პ.გ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„სამართალდამცველებმა კ.ტ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მან მიმდინარე წლის 18 თებერვალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეგობარ გოგონას - 1982 წელს დაბადებულ ნ.ჩ.-ს, რომელმაც შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. ნ. ჩ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

 

პოლიციამ ბათუმში მეუღლის დედის - 1944 წელს დაბადებული ლ.ბ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დააკავა 1966 წელს დაბადებული პ.გ. დაშავებულს სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია.

 

გარდა ამისა, სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით კიდევ ოთხი პირი: 1974 წელს დაბადებული ბ.ჭ., 1985 წელს დაბადებული კ.ძ., 1997 წელს დაბადებული მ.გ. და 1981 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.ბ. დააკავეს.

 

გამოძიება ოჯახური ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner