logo_geo
eng_logo
მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
- +

24 თებერვალი. 2019. 15:29

 

მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც ახალი საარჩევნო სისტემით პირველად ტარდება: პარლამენტის ნახევარი პარტიული სიებით, მეორე ნახევარი - ერთმანდატიანი ოლქების მიხედვით აირჩევა.

 

არჩევნებში გასამარჯვებლად ოთხი პარტია იბრძვის: პრეზიდენტ იგორ დოდონის სოციალისტური პარტია, ოპოზიციური ბლოკი „ACUM“, პრემიერმინისტრ პაველ ფილიპის დემოკრატიული პარტია და ბიზნესმენ ილან შორის პარტია „შორი“.

 

წინასწარი გამოკითხვები ცხადჰყოფს, რომ აბსოლუტურ უმრავლესობას ვერც ერთი პარტია ვერ მიიღებს, რაც მრავალთვიან მოლაპარაკებებს გამოიწვევს კოალიციის შექმნის, ან ახალი არჩევნების დასანიშნად.

 

დღევანდელ არჩევნებში 2.9 მილიონი მოქალაქეა დარეგისტრირებული.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner