logo_geo
eng_logo
ლევან ვასაძე: ეს ძალა ისევ უკანასკნელ ბასტიონს – საქართველოს შემოელეწება!
- +

24 მაისი. 2016. 20:43


კაცობრიობის სხეულზე სიმსივნესავით მოძალებულ ლგბტ პროპაგანდას კეთილი ნების ადამიანებმა ზნეობრივი იდეოლოგია დაუპირისპირეს - უკვე რამდენიმე წელია, პრაქტიკულად დამკვიდრდა მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო საოჯახო კონგრესების ჩატარება. გასული წლის შემოდგომაზე აშშ-ში, იუტას შტატის ქალაქ სოლტ-ლეიქ-სიტიში გამართულ მსოფლიო მე-9 საოჯახო კონგრესზე დელეგატებს დიდხანს უმსჯელიათ, რომელ ქვეყანას უნდა ემასპინძლა მე-10 კონგრესისთვის და ბოლოს უდიდესი მნიშვნელობის ფორუმის ჩატარება საქართველოში გადაწყდა.


მიმდინარე წლის 16 მაისს თბილისში ტრიუმფალურად ჩატარდა მსოფლიო მე-10 საოჯახო კონგრესი, რომელსაც აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, სერბეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, ვენესუელიდან, ნიგერიიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული 300 დელეგატი, ასევე, ქართველი ეროვნული და სამოქალაქო საზოგადოება ესწრებოდა. დელეგატები საპატიო სტუმარმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დალოცა, რის შემდეგაც მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლებს საზეიმოდ გადაეცათ საოჯახო კონგრესის დროშა.


ფორუმზე მოხსენებით წარმოდგა მსოფლიო საოჯახო კონგრესის აღმასრულებელი დირექტორი ლარი ჯეიკობსი, მე-9 კონგრესის თავმჯდომარე სტენფორდ სუიმი. განიხილებოდა საკითხი: „ცივილიზაციის გზაჯვარედინზე: ოჯახი - თავისუფლების და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ბასტიონი", რომელზეც მსჯელობდნენ მსოფლიო საოჯახო კონგრესის დამფუძნებელი, დოქტორი ალან კარლსონი, კალიფორნიის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი ჯოზაია თრენჰემი, პოლონელი სენატორი ანტონ შიმანსკი, ევროპის სახალხო პარტიის ყოფილი პრეზიდენტი, (რომელმაც, სხვათაშორის, წარმოადგინა საინტერესო თემა: „საქართველო - ოქროს გზაჯვარედინი"), ასევე, სხვა მომხსენებლები. მათ თავიანთ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა მიმოიხილეს და ქართველი საზოგადოება გააფრთხილეს, თუ რამხელა საფრთხე ელოდებათ იმ შემთხვევაში, თუ ლგბტ პროპაგანდას წინ არ აღუდგებიან!


გვესაუბრება მსოფლიო მე-10 საოჯახო კონგრესის თავმჯდომარე „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21"-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან ვასაძე:


- ბატონო ლევან, თქვენ სოლტ-ლეიქ-სიტიში მსოფლიო მე-9 საოჯახო კონგრესის დელეგატი ბრძანდებოდით. რის საფუძველზე გადაწყდა, რომ მე-10 კონგრესი თბილისში გამართულიყო?

 

- თავიდანვე უნდა გითხრათ, რომ დიდი კონკურენცია იყო სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთს შეუპოვრად ეცილებოდნენ მომდევნო კონგრესის მასპინძლის სტატუსისათვის. განსაკუთრებით აქტიურობდა პორტუგალიის სამეფო ტახტის მემკვიდრე, სამხრეთ აფრიკისა და მექსიკის დელეგატები, რომელთა ქვეყნებს მძლავრი ეკონომიკა აქვთ. საქართველოს ამ კონგრესზე მე წარმოვადგენდი და პრეზენტაციაზე მხოლოდ სასწაულის იმედად მივედი. ჩემი მთავარი არგუმენტი იყო, რომ საქართველოს ჰყავს პატრიარქი ილია II, რომელმაც 17 მაისს - მსოფლიო მასშტაბით ჭინკების მიერ აღიარებულ გარყვნილების დღესასწაულს სახე უცვალა და ოჯახური სიწმინდისა და სიმტკიცის დღედ გამოაცხადა! თვითონაც განცვიფრებული დავრჩი, როცა ამ არგუმენტის გამგონე დამსწრეებმა ერთხმად აუწიეს ხელები, რომ მომდევნო ფორუმი საქართველოში გამართულიყო! დარწმუნებული ვარ, ეს კონგრესი ხერხემალში გადატეხს საქართველოში სიბინძურის წინაშე მონური კანკალის, სილაჩრის ეპოქას და თვისობრივად ახალ ხანას დაუდებს სათავეს!


- ნუთუ ანტიქრისტიანული ძალების წინააღმდეგ მსოფლიოს კეთილი ნების საზოგადოების ბრძოლა საქართველოდან დაიწყება?

 

- ვცდილობ, ფრთხილი ვიყო ამ თემაზე საუბრისას, თუმცა, ისტორიულად სწორედ ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა სამხერთ-აღმოსავლეთიდან დაძრული ბნელი ძალების შემაკავებელი უკანასკნელი ბასტიონი, რომელიც ჩრდილო-დასავლეთის წალეკვას აპირებდა! ჩვენი დავით მეფის ერთ-ერთმა თანამებრძოლმა, გენუელმა ჯვაროსანმა ამის შესახებ საჯაროდ განაცხადა მაშინდელ ევროპაში - არავინ იცის, რა ბედი ეწეოდა ევროპას, ივერიის წმინდა მიწაზე მტრის მილიონამდე მეომარს აღსასრული რომ არ ეპოვაო!


მიმაჩნია, რომ თანამედროვე ეპოქაში ეს ტრენდი შეიცვალა. ამჯერად კაცობრიობის წალეკვის მსურველი ძალა ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მოდის, თუმცა, მჯერა, მაშინდელივით ეს ძალა ისევ უკანასკნელ ბასტიონს - საქართველოს შემოელეწება, მსოფლიოში მათი მახინჯი ჰეგემონია სწორედ აქ, საქართველოში დასრულდება!


- ბატონო ლევან, როგორ ფიქრობთ, მომავალი არჩევნები ისეთ ხელისუფლებას მოუვლენს ქართველ საზოგადოებას, რომელიც ამ სბრძოლის ავანგარდად ივარგებს?

 

- ვერაფერს გეტყვით. მე ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც ხელისუფლება ბოროტების სიმბოლო იყო. ჩვენ გვიჭერდნენ და გვხვრეტდნენ, იმის მიუხედავად, ვიყავით თუ არა ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობილი. რამდენჯერაც ამ სტერეოტიპის დამსხვრევა და ხელისუფლების მიმართ ნდობით განწყობა ვცადე, იმდენჯერ ვინანე... ბოლოს მივხვდი, რომ მესიანური ხელისუფლების მოლოდინი წარმართული ფსიქოლოგიაა. მე არ მაქვს ჩვენი პოლიტიკოსების იმედი, მაგრამ მჯერა ქართველი ხალხის, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა ამ მიზნის მისაღწევად ერთსულოვნად არის განწყობილი. შეხედეთ, როგორი გახარებულია აქ მოსული საზოგადოება! აი, ეს არის თავისუფლება, და არა ის, რასაც ტელევიზიები „რუსთავი-2" და „იმედი" გვთავაზობენ.


ჩვენ იმიტომ არ დაგვისრულებია სააკაშვილის რეჟიმი, რომ საზოგადოება უარეს მონობაში ჩავარდნილიყო, სადაც შავისთვის - თეთრის, ბოროტისთვის კეთილის დარქმევას აიძულებენ! ვერავინ დაგვაჩოქებს და ვერავინ შეგვაშინებს! ამ ბრძოლას ქართველი ხალხი აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner