logo_geo
eng_logo
მაიკ პომპეო: მადუროს ხელისუფლებაში ყოფნის დღეები დათვლილია
- +

25 თებერვალი. 2019. 00:37

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ნიკოლას მადუროს ხელისუფლებაში ყოფნის დღეები დათვლილია. ამის შესახებ „BBC“ წერს.

 

მაიკ პომპეოს განმარტებით, აშშ მზად არის ზომები მიიღოს. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ვენესუელაში მოვლენების ყველა შესაძლო განვითარებისთვის მზად არის. პრეზიდენტის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელელ ხალხს აუცილებლად დაეხმარება. 

 

დღესვე ხუან გუაიდომ, რომელმაც თავის ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა, საერთაშორისო საზოგადოებას ქვეყანაში კრიზისის დასაძლევად რადიკალური ქმედებებისკენ მოუწოდა.

 

 

ვენესუელის სასაზღვრო ქალაქებში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიკოლას მადურომ ბრაზილიიდან და კოლუმბიიდან ქვეყანაში ჰუმანიტარული ტვირთის შემოტანის აკრძალვაზე ბრძანება გასცა და საზღვრები ნაწილობრივ ან სრულად ჩაკეტა.

 

გავრცელებული ცნობით, სასაზღვრო რაიონებში შეტაკებებს სულ მცირე 2 ადამიანი, მათ შორის 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა. მადუროს მოწინააღმდეგეების ცნობით, დაშავებულია ასობით ადამიანი.

 

23 იანვარს ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა, თუმცა ნიკოლას მადურო პოსტის დატოვებას არ აპირებს.

გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner