„მთავრობას დეკლარირებული და ბიუჯეტში გათვალისწინებულია აქვს ის ვალდებულებები, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ამ პროექტის განხორციელებისთვის არის საჭირო. ეს ნაბიჯები არ უნდა გაჩერდეს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ინვესტორებთან მრავალჯერ უნდა გაესვას ხაზი ამ პროექტის მნიშვნელობას ქვეყნისთვის. ამ მიმართულებით აუცილებელია კომუნიკაციის მაღალი ხარისხი”, - განაცხადა ბიზნესომბდუსმენმა ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე საუბრისას.
ირაკლი ლექვინაძის თქმით, ასეთ საქმეებს ინვესტორები განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან და ამიტომ არის აუცილებელი მათ არ ჰქონდეთ სანდო ინფორმაციის დეფიციტი.
„მამუკა ხაზარაძემ საჯარო განცხადებაში კითხვის ნიშნები დასვა ანაკლიის პორტის პროექტის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით. ეს ძალიან ყურადსაღებია, მთავრობამ ვფიქრობ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ პროექტზე ინვესტორების განწყობებს საფრთხე არ შეექმნას“, - ამბობს ბიზნესომბუდსმენი.