logo_geo
eng_logo
საქართველოში „Prison Break“-ის მთავარი გმირი დომენიკ პარსელი იმყოფებოდა
- +

25 თებერვალი. 2019. 11:38

 

 

ამერიკული მაღალრეიტინგული ტელესერიალის „Prison Break“-ის ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა დომენიკ პარსელმა საქართველოში იმოგზაურა.

 

პოპულარულ ავსტრალიელ მსახიობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი შეხვდა.

 

 

დომენიკ პარსელს მარიამ ქვრივიშვილმა თბილისის ისტორიული უბნები დაათვალიერებინა და საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ესაუბრო.

 

 

დომენიკ პარსელს „Instagram“-ზე 1.3 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

 

 

„დომენიკ პარსელი საქართველოდან ძალიან პოზიტური ემოციით დატვირთული მიდის, მას ძალიან მოწონს საქართველო. გამგზავრების შემდეგ, ვფიქრობ, ის ისაუბრებს იმ დადებითი ემოციების შესახებ, რომელიც მან საქართველოში მოგზაურობისას მიიღო“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner