logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძემ იუნკერთა მემორიალი ყვავილებით შეამკო
- +

25 თებერვალი. 2019. 11:45

 

 

„ჩვენი ტერიტორიის ნაწილი დღესაც ოკუპირებულია და ჩვენივე ისტორია გვაძლევს მაგალითს, რომ თავისუფლება ყოველთვის ამარცხებს ოკუპაციას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, კოჯორში, იუნკერთა მემორიალის ყვავილებით შემკობის შემდეგ განაცხადა.

 

„დღეს არის უმძიმესი დღე საქართველოს ისტორიაში, საბჭოთა ოკუპაციის დღე. ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. დღესაც ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი არის ოკუპირებული და ჩვენივე ისტორია გვაძლევს მაგალითს, რომ თავისუფლება ყოველთვის ამარცხებს ოკუპაციას და ეს ასე მოხდება. ქედს ვიხრი ყველა ქართველი გმირის წინაშე, რომელმაც თავი შესწირა თავის სამშობლოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

 

შეგახსენებთ, რომ 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner