საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 27-28 თებერვალს აზერბაიჯანში ოფიციალურ ვიზიტს განახორციელებს.
როგორც „პირველს“ პრეზიდენტის პრესსამსახურში განუცხადეს, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდება.
შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილება.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ეს ზურაბიშვილის პირველი რეგიონალური ვიზიტია.
მანამდე საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელს, საფრანგეთს და გერმანიას სტუმრობდა.