მსოფლიოს მეათე კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ მიხეილ სააკაშვილის მმარველობის პერიოდიდან რამდენიმე ეპიზოდი გაიხსენა. ბიზნესმენმა 2007 და 2011 წლების ოპოზიციის საპროტესტო აქციების ამსახველი ფოტოსურათები წარმოადგინა იმის დასტურად, თუ როგორ უმოწყალოდ უსწორდებოდა მაშინდელი ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს.
„ვარდების რევოლუციის ტერორისა და სამწუხაროდ, მისი სრული დასავლური მხარდაჭერის მიუხედავად, ჩვენი ხალხი მას დაუპირისპირდა მშვიდობიანი და დემოკრატიული საშუალებებით. აი, რა უქნა რევოლუციურმა ძალებმა ჩვენს ხალხს 2007 წლის 7 ნოემბერს, შეხედეთ ფოტოებს, აი რა უქნეს მათ ჩვენს ხალხს 2011 წლის 26 მაისს იმავე რუსთაველის გამზირზე, ოღონდ ეს არ იყო წითელი არმია, ეს უკვე იყო დასავლეთის მიერ დაფინანსებული ქართული ლიბერალიზმი. ამ სისხლში ჩახრჩობის შემდეგ, მეორე დილას, სააკაშვილმა სისხლისგან გაარეცხინა გამზირი და იქვე უმასპინძლა სამხედრო აღლუმს,ხოლო ორი მოკლულის გვამი ახლომდებარე მაღაზიის სახურავზე გადაემალათ მკვლელებს. ყველა დასავლელი ელჩი იდგა სააკაშვილის გვერდით და არცერთ მათგანს არ გამოუთქვამს არცერთი საპროტესტო სიტყვა.
როდესაც ქართველებს ასახიჩრებენ და ხოცავენ დასავლეთისგან დასპონსორებული რეჟიმის წარმომადგენლები, ისინი მეორე დღეს მხარს უჭერენ გამარჯვების აღლუმს, ხოლო როდესაც ქართველები ბედავენ, ამოიღონ ხმა შემოთავაზებული უსირცხვილო, ფსევდოფასეულობების, ე.წ. აღლუმის წინააღმდეგ, დასავლეთი ამ დროს აღშფოთებულია", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ვასაძემ.
http://livenews.ge/inside.php?menuid=68&id=259