logo_geo
eng_logo
„არ მინდა, მათი ტკივილი და ტრაგედია ვატარო... გავუფრთხილდეთ ადამიანებს!“ - ეკა ბესელია ფარულ ჩანაწერებზე ბრალდებულ პირებზე
- +

25 თებერვალი. 2019. 12:50

 

 

პარლამენტის წევრი ეკა ბესელია, თავის პირად ფარულ ჩანაწერებზე, ბრალდებულ პირებთან დაკავშირებით, Facebook-გვერდზე საჯარო პოსტს აქვეყნებს.

 

როგორც ბესელია წერს, მას არ აქვს სურვილი, გაუაზრებელი და უნებლიე შეცდომის გამო, ახალგაზრდები გაუბედურებულები და ცხოვრებაარეულები იხილოს.

 

 

„მოკლედ ვეხმიანები იმ ისტორიას, რომელიც ჩემთვისაც ძალიან ემოციური იყო - უკანონო ჩანაწერების გავრცელების გამო რამდენიმე ახალგაზრდის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. ისტორია ახალგაზრდა გოგონას შესახებ თავისი ტკივილით და განცდით, ჩემთვისაც სულისშემძვრელი იყო. მე გავაკეთე ადრე განცხადება, როდესაც დაკავებული ახალგაზრდების პატიმრობის საკითხი იხილებოდა.

 

მაშინაც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ - არ არის ჩემი ამოცანა და სურვილი, ვიხილო გაუბედურებული და ცხოვრებაარეული ახალგაზრდები მათი უნებლიე, გაუაზრებელი შეცდომის გამო.

 

მე არ მინდა, ვატარო მათი ტკივილი და ტრაგედია.

 

არ არის თვითმიზანი მათი საპყრობილეში გაშვება. ამიტომ მართებს გამოძიებას და სასამართლოს სიფრთხილე, სიზუსტე და სამართლიანობა. მე, როგორც დაზარებულს, მექნება სწორედ ასეთი ადამიანური და სამართლიანი პოზიცია მათ მიმართ. ველოდები, რომ გამოძიებამ რაც შეიძლება სწრაფად ოპოვოს, ვინ დაიწყო და ვინ იყო ორგანიზატორი ამ ველურობის და საზარელი დანაშაულის. ეს არის კითხვა, რასაც მე არ მოვხსნი დღის წესრიგიდან.

 

აქვე, მედიას მინდა მივმართო, ამ თემებზე საუბრის თუ მსჯელობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რათა თავიდან ავიცილოთ მსხვერპლის განმეორებითი ვიქტიმიზაცია. გავუფრთხილდეთ ადამიანებს!

 

ჩემი ბრძოლის ხაზი ყოველთვის გადიოდა ადამიანის დაცვაზე და მიზანიც ადამიანი იყო! ასეც ვაპირებ გავაგრძელო, როგორი ბარიერებიც არ უნდა აღიმართოს წინ...“  - წერს ეკა ბესელია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner