logo_geo
eng_logo
ვახტანგ ყოლბაია: ჩვენ ავაშენებთ ისეთ სახელმწიფოს, სადაც აფხაზებთან და ოსებთან ერთად ვიცხოვრებთ
- +

25 თებერვალი. 2019. 13:54

 

 

„ჩვენ ავაშენებთ ისეთ სახელმწიფოს, სადაც აფხაზებთან და ოსებთან ვიცხოვრებთ ერთად ისე, როგორც ეკადრება ჩვენს წარსულს და ეკადრება ჩვენს მომავალს“, - ამის შესახებ  კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა.

 

ყოლბაიას თქმით, სამწუხაროდ, ოკუპაციის მომენტი საქართველოს დღესაც აქვს და ეს არის ძალიან ცუდი.

 

„რაც ათეული წლის წინ ჩაიდინა რუსეთმა, ამას აგრძელებს სამაჩაბლოში და აფხაზეთში. მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა ჩვენს გმირ მოსახლეობას, რომელიც დარჩენილია იმ ტერიტორიაზე, - ჩვენ ვიქნებით ერთად, გავერთიანდებით, ისევე როგორც ეს ყოფილა იმ საუკუნის დასაწყისში. არ შეიძლება ასეთი რამ გაგრძელდეს 21-ე საუკუნეში უსასრულოდ“, -განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner