„საოპერო მომღერლის პაატა ბურჭულაძის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლა, ერთი დიდი აფერაა, თავად ბურჭულაძე კი პოლიტიკური აფერისტი, რომელმაც რიგიანად შენიღბვაც ვერ მოახერხა და თავიდანვე ადვილად გაიშიფრა", - ამის შესახებ „ასავალ-დასავალი" წერს.
ჟურნალისტი აფერისტობას უწოდებს, რომ ბურჭულაძემ პოლიტიკაში წასვლის შირმად „საქართველოს განვითარების ფონდი" გამოიყენა.
„დიდი და პატარა ხვდებოდა, რომ ბურჭულაძის მიერ დაარსებული ფონდი სინამდვილეში პოლიტიკური ორგანიზაცია იყო, მაგრამ თავად ოპერის მომღერალი თავს იკატუნებდა, არანაირი პოლიტიკური მიზნები არ მამოძრავებსო", - წერია სტატიაში.
ჟურნალისტი წერს, რომ მომღერალმა ხმა არ ამოიღო მაშინ, როცა სააკაშვილის მმართველობის დროს ხელისუფლება „იმედს" არბევდა, ხოლო დღეს ის „რუსთავი 2"-ის დამცველად მოგვევლინა.
http://livenews.ge/inside.php?menuid=68&id=266