„ბიძინა ივანიშვილს მადლობა მინდა ვუთხრა, მან უდიდესი საქმე გაუკეთა საქართველოს. ბიძინასნაირ ქველმოქმედს საქართველოს ისტორიიდან ვერ ვიხსენებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მას ატყუებენ და შეცდომაში შეჰყავთ", - ამის შესახებ მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე აცხადებს, რომელიც „ქართულ ოცნებაში" ახალი სახეებთან დაკავშირებით „ასავალ-დასავალს" ესაუბრა.
მისი თქმით, ივანიშვილმა კარგად უნდა გაიაზროს ერთი საფრთხე - „მის გვერდით არ უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც რეიტინგს დააკარგვინებენ".
მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში" არ არის ისეთი ადამიანების ადგილი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ნაციონალური მოძრაობას დამსახურება აქვს ქართველი ხალხის წინაშე და რომლებიც ამ პარტიის ქება დიდებაში არიან.
http://livenews.ge/inside.php?menuid=68&id=271