logo_geo
eng_logo
გიორგი ქობულია: საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოება სულ უფრო პოზიტიურად უყურებს საქართველოს
- +

25 თებერვალი. 2019. 16:11

 

 

„Fitch“-ის რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესება ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორი თვალსაზრისით - ეს არის ცნობილი საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო, რომლის შეფასებასაც უყურებენ მთელი საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოება და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. „Fitch“-ის რეიტინგის მომატება კიდევ ერთი ფაქტია, რომელიც ხაზს უსვამს, რომ  საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოება სულ უფრო პოზიტიურად უყურებს საქართველო“, - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საერთაშორისო კომპანია „Fitch“-ის რეიტინგში საქართველოს პოზიციის კომენტირებისას.

 

გიორგი ქობულიას განცხადებით, მაღალი რეიტინგი საქართველოსთვის ნიშნავს, რომ ინვესტორებს უფრო გაუმყარდებათ რწმენა, საქართველოში შემოვიდნენ და ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციები განახორციელონ. ამასთან, მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, თუ როგორ უყურებენ ამ რეიტინგს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები.

 

„უფრო მაღალი რეიტინგი ნიშნავს უფრო დაბალ საპროცენტო განაკვეთს, როცა ჩვენ ვალს ვიღებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შემდეგ ეს დაბალი საპროცენტო განაკვეთი ასევე აისახება ქვეყნის შიგნით საპროცენტო განაკვეთებზე და რეალურად აიაფებს კრედიტს საქართველოსთვის, ქართული კომპანიებისა და იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც  საქართველოში შემოდიან“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

 

გიორგი ქობულიას ინფორმაციით,  ჯერ კიდევ შარშან, როცა კომპანიამ თავისი მოდელით  დათვალა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი, ჩვენ უფრო მაღალი რეიტინგი - „BB+“ გვეკუთვნოდა.

 

„მაგრამ მათ გადაწყვიტეს, ჩვენთვის მოეცათ „BB-“ მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენს გარშემო, მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ ნეგატიური ფონია - ისინი არ იყვნენ დარწმუნებულნი, რამდენად შეძლებდა საქართველო მაკროსტაბილურობის შენარჩუნებას. მაგრამ დაინახეს ძალიან პოზიტიური დინამიკა, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული ნეგატიური გარემოსი, ჩვენ შევძელით ლარის კურსის შენარჩუნება, გავზარდეთ ჩვენი რეზერვები, უფრო შევამცირეთ სავაჭრო დეფიციტი“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

 

ეკონომიკის მინისტრის თქმით, რეიტინგის მომატება ასევე საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულმა რამდენიმე მნიშვნელოვანმა რეფორმამ განაპირობა, მათ შორის ლარიზაციამ.

 

„ასევე ძალიან პოზიტიურად იყო აღნიშნული საპენსიო რეფორმა, რომელიც მოგვცემს დანაზოგების გაზრდის საშუალებას“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner