logo_geo
eng_logo
წელს მე-6 და მე-10 კლასებში გამოცდები არ დაინიშნება
- +

25 თებერვალი. 2019. 18:10

 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძის განცხადებით, სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შემდეგ, აქცენტი მე-6 და მე-10 კლასელების ეროვნულ შეფასებაზე გაკეთდება. თუმცა დღეს განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ წელს მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის გამოცდების დანიშვნა არ იგეგმება. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

 

მინისტრის მოადგილის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა გამოცდების ახალ მოდელზე:

 

„გვინდა, რომ უკვე შემოდგომიდან დავიწყოთ მე-10 კლასის მოდელის და ინსტრუმენტების პილოტირება. ეს იმას ნიშნავს, რომ წელს გამოცდების დამატება არ მოხდება არც მე-6 და არც მე-10 კლასში. ახალ მოდელზე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ და გვსურს, რომ 2020 წლის ზაფხულისთვის ახალი ინსტრუმენტი დავნერგოთ საყოველთაო გამოცდების სახით“, - განაცხადა ირინა აბულაძემ.

 

2020 წლიდან თითოეულ პროგრამაზე ბარიერს უნივერსიტეტები დაადგენენ და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება სამ  საგანში იქნება სავალდებულო: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, ხოლო მესამე იქნება იმ პროფილის მიმართულებით, რა სპეციალობასაც აბიტურიენტი აირჩევს. კერძოდ, ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, აბიტურიენტები ჩააბარებენ მათემატიკას,  ჰუმანიტარული მიმართულებების შემთხვევაში კი ისტორიას.

 

რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას, მისი ან სხვა პროფილური გამოცდის დამატების უფლება უმაღლესმა სასწავლებლებმა მიიღეს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner