„ქართული მისიის" დამფუძნებელი გია კორკოტაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:
„ბატონო ბიძინა, თქვენი ჭორიკანა, შხამიანი გარემო გიშლით ხელს წინსვლაში! დადგა დრო, თქვენი გუნდის მომავლის ვექტორი დაანახოთ იმედგაცრუებულ, შეურაცხყოფილ საზოგადოებას. ჯერ კიდევ არის შანსი, ქვეყანა ფეხზე დადგეს. სხვა შემთხვევაში ეს ყველაფერი დიდ სპექტაკლს დაემსგავსება და განრისხებული საზოგადოება აღარავის დაინდობს! ეს სიტყვები მიიღეთ, როგორც თქვენი გულშემატკივრის შემოძახება", - ამბობს კორკოტაშვილი.
http://livenews.ge/inside.php?menuid=68&id=281