2011 წლის შემდეგ პირველად, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელიც “Fitch”-ის რეიტინგში დაწინაურდა, რაც ქვეყანაში უცხოური ინვესტიციებს გაზრდის.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის თქმით, რეიტინგში ასეთი წინსვლა კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების ნდობას, რაც ქვეყნის განვითარებაზე პოზიტიურად აისახება. ამის მიღწევა ცალსახად ადასტურებს, რომ ქვეყანაში სწორი პოლიტიკა ტარდება, მათ შორის განათლების მიმართულებით:
„რეფორმები,, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიულ განვითარებას ემსახურება, მათ შორის, განათლების სისტემის ტრანსფორმაცია, სწორად იქნა აღქმული და შესაბამისად, ასახული “Fitch”-ის რეიტინგის ზრდაში.
განათლების რეფორმა, ქვეყნის განვითარების სტრატეგიული პრიორიტეტია და საბოლოო ჯამში, ის განათლების სექტორს ქვეყანის ეკონომიკაში დომინანტად აქცევს. დღეს, როდესაც საქართველო ევროპულ ოჯახში ადგილის დასაბრუნებლად მიისწრაფვის, ქვეყანაში განათლების მაღალი, ევროპული სტანდარტის დამკვიდრება კიდევ უფრო აქტუალური ხდება. თუმცა, ჩვენი მიზანია, განათლების სექტორმა მინიმუმ 10-12 პროცენტიან წილს მიაღწიოს ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში“,- განაცხადა ირინა აბულაძემ.
მისივე თქმით, რეიტინგის ასეთი გაუმჯობესება იძლევა საფუძველს, რომ მომავალში ინვესტიციები გაიზრდება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.