logo_geo
eng_logo
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ავსტრიაში ვიზიტს საერთაშორისო მედია ეხმაურება
- +

26 თებერვალი. 2019. 10:37

 

სობოტკა საქართველოს ევროკავშირთან პარტნიორობის გაღრმავების მომხრეა:

 

ავსტრიის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის პირველი პალატა)  პირველი პრეზიდენტი ვოლფგანგ სობოტკა საქართველოსა და ევროკავშირს შორის  ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების სურვილს გამოთქვამს.   „ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება ხელს შეუწყობს  სტაბილურობას სამეზობლოში, რაც ორივე მხარისთვის სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს“.  განაცხადა სობოტკამ ორშაბათს,   ვენაში თავის კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდგომ.  საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

 

სობოტკამ განსაკუთრებული ყურადღება  ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მდებარეობაზე გაამახვილა „ შესასვლელი  კარიბჭე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში“ და დაახასიათა საქართველო, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის „მოწინავე“ ქვეყანა. ასევე დასძინა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანამ შეინარჩუნოს რეფორმების პროგრესი.

 

ავსტრიის ეროვნული საბჭოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას  ტრადიციულად მჭიდრო  საპარლამენტო ურთიერთობები  და ფართო ორმხრივი თანამშრომლობა  აკავშირებთ, რისი დასტურიც    2016 წელს თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა  გახლავთ.

 

სავაჭრო  ურთიერთობები,  წინა წელთან შედარებით 60 %-ით გაიზარდა, ასევე    არსებობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პოტენციალი, განსაკუთრებით ტურიზმისა და განათლების სფეროში.

 

დღეს დღეისობით საქართველოში  ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA),რომელიც 2011 წლიდან საქართველოში საქმიანობს და რომელის  ერთ-ერთ სამიზნე ქვეყანას  სწორედ საქართველო წარმოადგენს ოთხი ეკონომიკური მისია აქვს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner