logo_geo
eng_logo
სუს-ში ბრიტანელი ექსპერტების მონაწილეობით თაღლითობისა და კორუფციის რისკების შეფასების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- +

26 თებერვალი. 2019. 10:50

 

 

„საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, კორუფციისა და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ექსპერტთა ჯგუფმა დიდი ბრიტანეთიდან,  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა“, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

 

“სამუშაო შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო საჯარო მოხელეთა მხრიდან ჩადენილ თაღლითობისა და კორუფციის ფაქტებს, განხილულ იქნა აღნიშნული მიმართულებით რისკების იდენტიფიცირების, მართვის,  შეფასებისა და აღმოფხვრის კუთხით დიდი ბრიტანეთის საუკეთესო პრაქტიკა და მიდგომები.

 

ბრიტანელი ექსპერტები საქართველოში NATO-ს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდნენ“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner