logo_geo
eng_logo
გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას უახლოეს მომავალში დატოვებს
- +

26 თებერვალი. 2019. 14:13

ფრაქცია „სოციალ-დემკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას უახლოეს მომავალში დატოვებს.

 

როგორც პირველ არხს ჟორჟოლიანმა განუცხადა, უმრავლესობას როდის დატოვებს, ამის თაობაზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს, თუმცა კანონპროექტის განხილვას ელოდება.

 

„ამას არ დასჭირდება თვეები. ჩვენი ხედვები სოციალ-ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით მმართველი გუნდის პოზიციებისგან განსხვავდება, რაც საიდუმლო არ არის და ეს უმრავლესობაში იციან. ჩვენი ბევრი შეხედულება იგნორირებულია. საუბარი საუბრის დონეზე არის, მაგრამ ამ ინიციატივების თაობაზე გადაწყვეტილება არ მიიღება. უმრავლესობის დარწმუნების რესურსი იწურება და უახლოეს ხანში ვეცდებით, საზოგადოების მხარდაჭერის რესურსი ვეძებოთ, რამაც ის უნდა უზრუნველყოს, რომ 2020 წელს მეტი გავლენა გვქონდეს“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

 

ჟორჟოლიანი აღნიშნავს, რომ უმრავლესობიდან წამოსვლის შემდეგ თემატურ საკითხებზე ითანამშრომლებს ყველასთან, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გარდა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner